вторник, 19 мая 2015 г.

დღე მეცხრე
დასრულდა ჩვენი ტექნოლოგიურად განათლება-განვითარების მნიშვნელოვანი,საინტერესო და მრავლის მომცველი ტრენინგი,ძალიან ხალისიანი,ენერგიული,განათლებული,გულისხმიერი და კარგი ახალგაზრდა ტრენერის,დავით ნოზაძის ხელმძღვანელობით.
ძალიან კმაყოფილი ვარ,ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე ამ ცხრა შეხვედრის განმავლობაში,აუცილებელი და მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება,ეს ახალისებს და მოტივაციას უზრდის როგორც მოსწავლეს,ასევე მასწავლებელს,რაც ნათლად გამოჩნდა დღეს წარმოდგენილ პრეზენტაციებში. 
მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ დავიღალე,თითოეული მონაწილე პედაგოგის ბლოგის პრეზენტაციამ საოცრად დადებითი გარემო შექმნა,მე დღევანდელ დღეს მაღალი ქულით შევაფასებდი,ძალიან საინტერესო თემებზე იქნა პროექტები წარმოდგენილი,შთამბეჭდავი პრეზენტაციებით, მადლობა ტრენერს და რაღა თქმა უნდა თითოეულ მონაწილეს.
ჯგუფის მოტივაცია საკმაოდ მაღალია და ალბად აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას ბატონ დავითთან ახალი,აქტუალური,საინტერესო და პრობლემური თემების დამუშავებაში კონსულტირების მხრივ.
გაიხარეთ გოგონებო,ძალიან ვისიამოვნე,მადლობა ყველას!!!
დღე მერვე
ამ ტრენინგის ფარგლებში დღეს აღარ წვიმდა...
საინტერესო და სახალისო შეხვედრა გვქონდა,რადგან განვიხილეთ online-რესურსები,კარგი გამოწვევაა GoAnimate.com,PowToon.com,
toondoo.com,scratch.mit.edu,prezi.com საიტები,ძალიან მომეწონა... ეს,ბოლოს წინა დღე ცოტა დაძაბულიც გამოვიდა,კიდევ ერთხელ განვიხილეთ თითოეული დავალება,მოსაწესრიგებელი მაქვს ყველა საქაღალდე,თავის პრეზენტაციებით.საკმაოდ ბევრი სამუშაო მელოდება ხვალისათვის.

четверг, 14 мая 2015 г.

დღე მეშვიდე
მეშვიდე დღემაც საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა.გავიხსენეთ PowerPoint-ში მუშაობა,კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ პრეზენტაციაში სხვადასხვა ღილაკების დანიშნულება,ვისწავლეთ ეკრანზე ანაბეჭდის გაკეთება და დრაივიდან საქაღალდეების ბლოგზე გადატანა.
წვიმის მიუხედავად კარგი დღე იყო...

вторник, 12 мая 2015 г.

დღე მეექვსე
დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო,სახალისო,დატვირთული და არადამღლელი გამოვიდა,წინა შეხვედრების მსგავსად.დღეს განვიხილეთ საავტორო უფლებები თავისი საინტერესო პრეზენტაციით,ვისწავლეთ ვიდეოს გადმოწერა Youtube-დან და მისი ატვირთვა დრაივზე, პრაქტიკულად გავარჩიეთ აპლიკაციები,რამაც ძალიან გაგვახალისა.

четверг, 7 мая 2015 г.

დღე მეხუთე

ძალიან საინტერესო,სახალისო და ენერგიული დღე გვქონდა. გავეცანით მეხსიერების ვირტუალური ბარათების (Drive) გამოყენებას და აქტიურად ვიმუშავეთ მასში,შევადგინეთ კითხვარი და დაგვევალა ჩვენი მასალების თანდათან თავმოყრა.ჩვენი ენერგიული,დაუზარელი და დაუღალავი ბატონი დავითის შემხედვარეს დაღლილობა საერთოდ არ გვიგვრძვნია.

დღე პირველი

დღეს დავიწყეთ "ინტელის" ანუ პროექტებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების ტრენინგები.დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული,საინტერესო და ხალისიანი იყო,ენერგიული და დაუღალავი ტრენერით.ბატონმა დავითმა გაგვაცნო "ინტელის" კორპორაცია,ვისწავლეთ კომპიუტერში დროის გასწორება,ბლოგის შექმნა და გავეცანით ესგ-ის სასწავლო პორტალს ncp.ge.



დღე მეორე

დღეს ვისწავლეთ ბროშურების,სიგელების,დიპლომების,მოსაწვევი ბარათების და სერთიფიკატების დამზადება,მათი ფოტოს სახით შენახვა.ძალიან სახალისო და ამავდროულად საინტერესო შეხვედრა გვქონდა.



დღე მესამე

დღევანდელი ტრენინგი ცოტა დამღლელი აღმოჩნდა ჩემთვის,მაგრამ საინტერესო იყო,ჩავწერეთ საოფისე პროგრამა 2010(Microsoft Office Word-2010),ვისწავლეთ ბლოგზე პოსტის გამოქვეყნება,გაზიარება, რედაქტირება,დათვალიერება.



вторник, 5 мая 2015 г.

დღე მეოთხე

ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე აღმოჩნდა დღევანდელი დღე,ვისწავლეთ ვიდეოებისა და ფოტოსურათების ატვირთვა ბლოგზე,"გაჯეტების" გამოყენებით ე.წ. ღილაკების დამატება და გავიხსენეთ პრეზენტაციის შექმნა.ამის შესაბამისად დავალებაც საკმაოდ დატვირთულია.